წულუკიანი: ჩვენთანაც უნდა დადგეს დრო, როცა პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით

მმართველი გუნდის პოზიციაა, რომელიც ასევე მოიწონა ვენეციის კომისიამ, რომ თუკი ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, როგორც კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკებში, ჩვენთანაც უნდა დადგეს დრო, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით. თქვენ იცით, რომ პარლამენტმა დაამტკიცა პირველი მოსმენით ცვლილებათა პაკეტი, სადაც არის გარდამავალი პერიოდი შემოთავაზებული, იმისთვის, რომ მომდევნო არჩევნებზე ჯერ კიდევ, ისევ პირდაპირი წესით ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები