კობახიძე: ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია

ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ ამბიციური განაცხადი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის შესახებ და განვაცხადეთ, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებდით. ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე მცირე ხნით ადრე გაიმართა. ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რამდენიმე უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, რომლებიც ძირითადად, ქართულ თავისებურებებთანაა დაკავშირებული და ტერიტორიულ საკითხებს ეხება. ასე რომ, ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია აისახა დოკუმენტში, რომელიც  უკვე ორი მოსმენითაა მიღებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაზე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებთან ისაუბრა. რამდიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების გადადება "ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს" და რომ ის იმედგაცრუებულია.
მოკლე ბმული: