ენძელა მაჭავარიანი

მაჭავარიანი: დამირეკა ინვალიდის დედამ, მას ჩემთან საუბრით თავის დასაჩუქრება უნდოდა

აქეთ რომ მოვდიოდი ერთმა ქალბატონმა დამირეკა, პარლამენტის წინ დგას ხოლმე ის ქალბატონი ინვალიდი შვილი ჰყავს, თავადაც ასაკოვანი ქალბატონია და დახმარებას ითხოვს. მე მინდა, რომ მხოლოდ მისი მდგომარეობა კი არ შევამსუბუქო, არამედ ვიმუშავო იმისთვის, რათა თუნდაც მეორე ჯგუფის ინვალიდებისთვის რაღაც კარგი გავაკეთოთ, რათა მათი პირობები გაუმჯობესდეს. დღეს ამ ქალბატონმა მითხრა დაბადების დღე მაქვსო და ჩემთან დალაპარაკებით უნდოდა საჩუქარი გაეკეთებინა საკუთარი თავისთვის. მინდა ამ ადამიანს და მის მსგავსებს ვუსურვო, რომ მათი პრობლემები ხვალ იყოს ღიმილით მოსაგონებელი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გადაცემა არგუმენტის დროს ეთერში ამბობს ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი.

კომენტარები