ე.წ ქართული მარში

მამა ილია გაუპატიურების მუქარაზე: ნუთუ პატრიოტიზმი ასეთი სულიერი ხრწნაა?!

სოცქსელში გავრცელდა ვაი "პატრიოტების" კომენტარები გაუპატიურების მოწოდების შემცველი ერთი ახალგაზრდა მანდილოსნის მისამართით. არშემიძლია არ ვთქვა: ამაზე საშინელი მორალური დაცემა გონებისა წარმოუდგენელია! კიდევ უფრო წარმოუდგენელია ის, რომ ეს სუბიექტები პატრიოტებად აცხადებენ თავს! რა ხდება?! ნუთუ პატრიოტზმი ასეთი სულიერი ხრწნაა?! თუ პატრიოტიზმის მტრები ძალად იფარებენ ამ ნიღაბს ჭეშმარიტი პატრიოტიზმის სამტროდ და გასანადგურებლად?! საზოგადოების ვალია ყველაირ ძალადობას ვუთხრათ: არა! გაუმარჯოს ურთიერთპატივისცემას და სოლიდარობას! მხოლოდ ესაა ერთადერთი გზა ძლიერი, დემოკრატიული და ჯანსაღი სახელმწიფოს შესაქმნელად!

წერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ილია ჭიღლაძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები