ე.წ ქართული მარში

Salio: საქართველოს სიყვარული მშობლებმა მასწავლეს... ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ

არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ, რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით!

მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს. ჩემი მთავარი მოტივია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე ვაკეთო. ვინც მიცნობს და იცის, როგორ ვცხოვრობ და როგორ ვშრომობ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინო, როგორი მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ვართ საქართველოში.

ყველას სხვადასხვა აზრი გვაქვს, მაგრამ გთხოვთ, ნუ დაესევით ერთმანეთს!!!

ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, გინებით და ლანძღვით ვერ მივაღწევთ ვერაფერს კარგს. ყველას გვაქვს იმის საშუალება, რომ ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები. ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ.

გია კორკოტაშვილის შვილი Salio თათია დოლიძეზე ჯგუფური გაუპატიურების მუქარას facebook-ში ეხმაურება.

კომენტარები