მიწის უცხოელებზე გასხვისება

სააკაშვილი: მიწა ფაქიზი საკითხია, არაბებს ყიდვა უნდოდათ, მე ვუთხარი - არა

ჯერ ერთი, მიწა მართლა ფაქიზი საკითხია ჩემთვის. თუ ჩაწერ, რომ უცხოელების მიერ მისი ყიდვა არ შეიძლება, ეს არ ნიშნავს, რომ უცხოელები არ იყიდიან. უცხოელები დააარსებენ ქართულ ფირმას, შემოვლენ და ჩვეულებრივად იყიდიან. ეს თავის მოტყუებაა და იქნება კორუფციის დამატებითი წყარო. ჩვენ დროსაც იყო ერთი-ორი არაბული ქვეყნის შემოთავაზება, რომ მოდით, ვიყიდით მიწებს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთვის სარეზერვოდო, იმიტომ, რომ მომავალში შიმშილი იქნება მათი აზრით და მთელ მსოფლიოში შევისყიდით მიწებს და მოვიყვანთ იქ პროდუქტებს და თავს გამოვიკვებავთ. მე ვუთხარი, არ მივცემთ მიწებს. კი, მაშინ დიდ ფულს გვთავაზობდნენ, მაგრამ ასე ჩვენ მიწას არ მივცემთ. მიწა უნდა მუშაობდეს ეკონომიკაზე. რას ნიშნავს, მივცემთ, რომ ისე სადღაც ეგდოს ქართული მიწა? და ჩვენ არა გვაქვს ამდენი მიწა. და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სწორი მიდგომა არის ჭკვიანი მთავრობა, რომელიც სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს

მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანი"

კომენტარები