პატრიოტთა ალიანსი

კვიციანი ჯავახიშვილს: აღარაფერი გემუქრებათ, ანალიტიკური პრევენცია მოვახდინე

ბატონო ვანო, ჩემმა სტატუსმა სავარაუდოდ სამი საქმე გააკეთა სასარგებლო:

1.თქვენ უკვე არაფერი გემუქრებათ, რადგან წინასწარი ანალიტიკური პრევენცია მოვახდინე!

2. მტერი საქართველოსი, ვისაც შესაძლოა, არეულობა მოეწყო დღეს თუ ხვალ, გადაიდო!

3.ყველაზე სასარგებლო თქვენთვის მომავალში კი ის იქნება, რომ საკუთარ თავზე განიცადე ოჯახის ნერვიულობა და იქნებ, აწი მანც გაუფრთხილდე სხვის ოჯახებს! იქნებ შეანელო ცილისწამებები, რითიც უამრავ ადამიანს შეიძლება ახარებდე, მაგრამ მეორე მხარეს კი კუბოში აწვენდე!

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი რუსთავი ორის წამყვანს ვანო ჯავახიშვილს მიმართავს. ცნობისთვის, დეპუტატმა გუშინ facebook-ში დაწერა, რომ შესაძლოა, ჯავახიშვილის მკვლელობა იგეგმებოდეს. ამ განცხადების გამო, კვიციანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

კომენტარები