პეტრე პოროშენკოს ვიზიტი

პოროშენკო საოკუპაციო ხაზთან: ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის

ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსული აგრესიის შედეგი.

ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, სასტუმროებს, კურორტებს, ბედნიერ ხალხს, ინვესტორებს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების ხელშეკრულებას. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას, მათ არ აქვთ სამედიცინო დახმარების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა როგორც უკრაინის ასევე საქართველოსი და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ვიმყოფები აქ, რადგან ვუთხრათ მათ რომ ისინი მარტოები არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვართ.

კომენტარები