ე.წ ქართველთა მარში

ბესელია: კორკოტაშვილის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება

გამოძიების პროცესში ჩვენ არ ჩავერევით და არც ერთ პოლიტიკოსს უფლება არ აქვს, გავლენა მოხდინოს გამოძიების მიმდინარეობაზე. მე გიას პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება, ნამდვილად და მის პატრიოტულ სულისკვეთებაში, ამიტომ ყოველგვარი სახელისა და გვარის გარეშე ჩვენ ამ პროცესში, რასაც გამოძიება აწარმოებს და უკავშირდება კონკრეტულ მუქარის ფაქტს, ამაზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს ისე, რომ ობიექტურად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოხდეს ყველა მოქმედების ჩატარება. არავითარი პოლიტიკური განცხადებები არ სჭირდება ამ პროცესს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე დაწყებული გამოძიების შესახებ.

კომენტარები