აქცია - არა რუსულ ფაშიზმს

ჩერგოლეიშვილი: ჩვენ გავივლით, ვიქნებით მრავალი ათასი, ხელს ვერ შეგვიშლიან

ამ ადამიანებს არაფრის თავი არ აქვთ, მათი გამბედაობის ჭერი არის 25 წლის გოგოს მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარა. ან, შესაძლოა, უმცირესობის 10 წარმომადგენელი დაინახონ სადმე და იმათ გაეკიდონ. მრავალათასიან დემონსტრაციას ხელს ვერ შეუშლიან. მთავრობის ზურგის გარეშე ისედაც ვერ მოვლენ. თუ მოვიდნენ, მთავრობის ზურგით მოვლენ. შესაბამისად, თუ იქ რამე მოხდება, ეს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. ხელისუფლებასთან კავშირის გარეშე, ცალკე, ამ ადამიანებს სერიოზულად ვერ განვიხილავ. სახელმწიფო კი დღეს არ უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ მისი და ამ ხალხის თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთოს, როცა მათ ასეთი სიმძაფრით აჩვენეს საკუთარი სახე, კრიტიკოს გოგონაზე თავდასხმისას. არაფერი მოხდება, ჩვენ გავივლით, ჩვენ ვიქნებით მრავალი ათასი, ამიტომ შემოგვიერთდით აღმაშენებლის გამზირზე, 20:00-ზე, კვირას - ერთად ვუთხრათ - არა, რუსულ ფაშიზმს

ტაბულას დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია პირველის გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას

კომენტარები