ვოლსკი: აღმაშენებელზე არც ერთი და არც მეორე აქცია არ იყო მისაღები

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არც ერთი და არც მეორე აქცია არ არის მისაღები, სწორედ ამაზე საუბრობდა პატრიარქი, როდესაც ორივე მხარეს სთხოვა, თავი შეეკავებინათ. ამავე დროს, სულისკვეთება ადამიანებისა, რომლებიც ერთ ან მეორე მხარეს იმყოფებოდნენ იმ აქციებზე, გასაგებია. შეიძლება ზოგს ეთანხმებოდე, ზოგს - არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლიდერები მაინც პოლიტიკურ ამოცანას მისდევენ. ერთნი ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ და ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ, მეორენი ცდილობენ - საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოხდინონ. ქუჩებში გამოსვლით და აქციების ჩატარებით ცდილობენ იმ დანაშაულებების გადაფარვას, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჰქონდათ ჩადენილი.

ინტერპრესნიუსის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციებზე. ცნობისთვის, ევროპულმა საქართველომ აქციით "არა ფაშიზმს" ე.წ ქართული მარშის წევრების მუქარა გააპროტესტა, ხოლო "მარშის" წევრებმა კონტრაქცია გამართეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები