საქართველოს ეკლესია

სუბარი: ბოლშევიზმის გარდა არავინ ამბობს, რომ ეკლესია ჩამორჩენილობის სიმბოლოა

კლასიკური ბოლშევიზმის გარდა, არავინ არ ამბობს, რომ ეკლესია, თურმე, არის ჩამორჩენილობის სიმბოლო, ხოლო ინკვიზიცია, ჯორდანო ბრუნო, ჟანა დარკი, კოპერნიკი, ეს თემები დასძლია საზოგადოებამ და ამიტომ განვითარდა, თორემ ეკლესიას თურმე არაფერი როლი არ შეუსრულებია. პირიქით არის, ევროპული ცივილიზაცია ეს არის ქრისტიანული ცივილიზაციიდან ამოსული. ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლებების თეორიაზე როცა ვლაპარაკობთ, საფუძველი არის სწორედ ქრისტიანულ მოძღვრებაში

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გადაცემა არჩევანში, რუსთავი 2-ის ეთერში. 23 ივლისს სოფელ სნოში ახალი სასტუმროს გახსნას საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, პრემიერმინისტრიც ესწრებოდა, სადაც მან თქვა, რომ საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა.

კომენტარები