სააკაშვილის მოქალაქეობა

კალანდაძე სააკაშვილზე: დიდი ხანია გვაქვს ინფორმაცია ამ ოლიგარქიულ გარიგებაზე

ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ არის. ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ინფორმაცია ამ ოლიგარქიული გარიგების შესახებ და რეალურად, ველოდით კიდეც. სააკაშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების გეგმა დიდი ხნის წინ დაიწერა კრემლში და ეს გადაწყვეტილებაც ასხამს წყალს სწორედ რუსეთის წისქვილზე. როგორც აქამდე ადგილობრივი ოლიგარქის ხელით ვერ მოხერხდა მისი ამ გეგმებიდან ჩამოშორება, ისე განწირულია წარუმატებლობისთვის ის გადაწყვტილება, რომლიც ახლა მიიღო პოროშენკომ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნინო კალანდაძე მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

კომენტარები