NDI-ის კვლევა

ნარმანია: არაპროფესიონალები რომ გვყოლოდა, ასეთ მოცულობით საქმეებს ვერ გავაკეთებდით

გავეცანი კვლევის იმ ნაწილს, რომელიც თბილისის მერიას ეხებოდა. სხვა ნაწილის გაცნობის საშუალება, სამწუხაროდ, არ მომეცა. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმას, რომ მერიაში არაპროფესიონალები მუშაობენ. ჩვენ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. ამან მოგვცა საშუალება, რომ ქალაქში გვყოლოდა ახალი ავტობუსები, გვეშენებინა ახალი გზები, გაგვეკეთებინა ახალი საბავშვო ბაღები, ძალიან წარმატებულად გვემართა ახალი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, გაგვეკეთებინა ყველა ის საქმე, რომლითაც ძალიან დიდი სიკეთე მიიღო ჩვენმა თანამოქალაქეებმა. სხვა შემთხვევაში, ამას უბრალოდ ვერ შევძლებდით. არაპროფესიონალი ადამიანებისგან რომ ყოფილიყო მერიის გუნდი დაკომპლექტებული, ასეთი მოცულობითი და მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი დავით ნარმანია NDI-ის კვლევის შესახებ.

კომენტარები