მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილი არის ავად, პოროშენკოსთან შესახვედრად თბილისში ვერ ჩამოდიოდა

პოროშენკოს ივანიშვილთან შეხვედრა უნდოდა თბილისში, ის აპირებდა მხოლოდ თბილისში ჩასვლას. ივანიშვილი არის ავად, იყო ურეკში და ვერ ჩამოდიოდა თბილისში, ამიტომ მოიგონეს ბათუმის ბიზნესფორუმი, რომელიც არაფერ შუაში არ იყო, იმიტომ, რომ ბიზნესფორუმი თბილისში ჩატარდა და ბათუმში იყო დადგმული, ვითომ ბიზნესფორუმი, ერთადერთი მიზნით, რომ ბათუმში ჩასვლის საბაბით შეევლო ურეკში ივანიშვილთან, რომელიც იმ დროისთვის უკვე იმ მდგომარეობაში იყო, რომ პოროშენკოსთან ესაუბრა. პოროშენკოს ერჩივნა, რომ მე დავეკავებინეთ კიევში და გადმოვეცით საქართველოში. მაგრამ ივანიშვილის ეს არ უნდა, საშინლად ეშინია ეშინია ჩემი საქართველოში ჩაყვანის. პოროშენკომ ამაზე რომ ვერ დაითანხმა შეთანხმდნენ, რომ მოდი ახლა გავითამაშოთ, რომ პროკურატურამ მოგვცა ახალი მასალები და ამ სოუსით ჩამოვართვათ მოქალაქეობა.

უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები