მაიკ პენსის ვიზიტი

კალაძე: აშშ-ის მხარდაჭერა გვაძლევს დამატებით სტიმულს, რომ მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ

...ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი გზა დღევანდელ დღემდე და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ წინ კიდევ უფრო საინტერესო, მოლოდინებით სავსე გზა გვაქვს და ეს მხარდაჭერა, მეგობრობისა და პარტნიორობის დემონსტრირება სერიოზული და საიმედო საყრდენია ჩვენი იდეებისა და მიზნების განხორციელების პროცესში. ეს გვაძლევს დამატებით სტიმულს, რომ მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის, ყველამ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე.

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მაიკ პენსის თბილისში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

კომენტარები