მაიკ პენსის ვიზიტი

პენსი ჯარისკაცებს: აშშ და საქართველო ერთი ღირებულებით არიან გაერთიანებულები

ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ იმიტომ, რომ ქართული ანდაზა ამბობს - "ძალა ერთობაშია". შესაბამისად, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. აქ აშშ-ის პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები, რათა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს თავისუფლების დასაცავად უწევთ. თქვენ საუკეთესონი ხართ! აშშ და საქართველო საერთო ღირებულებებს იზიარებენ, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს. აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პარტნიორობას და ქართველ მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ

ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა მრავალეროვნულ სწავლებაში "ღირსეული პარტნიორი 2017" მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე.

კომენტარები