მაიკ პენსის ვიზიტი

მეუფე ანანია ილია II-ს: ყველას თქვენკენ იზიდავთ, ამის მაგალითია მაიკ პენსის მოსვლა

ჩვენ გვაკვირვებს თქვენი სიძლიერე, თქვენ იზიდავთ ყველას თქვენსკენ, ამის მაგალითია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოსვლა თქვენთან, სწორედ თქვენთან. ეს იყო ჩვენი ეკლესიის დაფასება, ეს არის თქვენი ღვაწლის დაფასება. თქვენ ჩვენი ერი აიყვანეთ იმ სიმაღლეზე, როგორზეც დგას დღეს ეკლესია - ღირსეულად ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ფსევდოჯგუფს არ მოეწონებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მაიკ პენსმა განაცხადა - "მე ვარ ქრისტიანი". ქრისტიანობა არის უდიდესი ღირებულება, რომელიც აქვს ჩვენს ერს და რომელიც ასე აინტერესებთ როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ქრისტიანობას უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ის სარწმუნოება, რომლისთვისაც თავი დასდეს ჩვენმა მეფეებმა, ჩვენმა ერმა და ძალზე სწორად ითქვა, რომ თუ არა ქართველი ერის თავდადება, თუ არა ქართველი ერის ბრძოლა საშინელი მტრის, მუსულმანობის წინააღმდეგ, შუა საუკუნეებში მუსულმანური სახელმწიფოები მივიდოდნენ არა მარტო ბელგრადსა და ბუდაპეშტამდე, არამედ ვენასაც კი დაიპყრობდნენო.

პირველი არხის ცნობით, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ ილია მეორეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიმართა.

კომენტარები