ხაბეიშვილი: ჩერგობოკერია გადავიდა პოლიტიკურ ვაჭრობაზე ხელისუფლებასთან

კითხვა: რატომ არ ვიყავი 2016 წელს ენმ-ში და რატომ ვამბობდი, რომ ენმ გაკოტრებული პოლიტიკური ჯგუფია?

პასუხი: ჩერგობოკერიას, მაჭავარიანის, გოგორიშვილის მმართველობა ენმ - ში, რომელმაც ამოწურა თავისი ყველა შესაძლებლობა და გადავიდა პოლიტიკურ ვაჭრობაზე ხელისუფლებასთან. წარმოუდგენელია ის პარტია მიმეჩნია გამარჯვებისთვის მებრძოლად და განვითარებად ორგანიზმად. წინასწარ დაგეგმილი სცენარით ბოკერიამ შეძლო და 500 000 ამომრჩეველი პირდაპირი მნიშვნელობით გადააგდო რის შედეგაც მიიტაცა და პარტიას მოპარა 21 მანდატი ! მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ბოკერია, მაჭავარიანი, კოლექტიური თარგამაძეები და გაბაშვილები, არიან ჩვენი ქვეყნის ისტრორიის წარსული პოლიტიკოსები, რომლებთანაც არც განვითარება, არც წინსვლა და არც გამარჯვება არ ასოცირდება!

"მედიატორისა" და პარტია "ახალი საქართველოს" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე წერს, თუ "რატომ ერთვება ზაალ უდუმაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში".

კომენტარები