პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ხელისუფლებასთან საერთო ენა ვერ მოვძებნეთ, სამაგიეროდ ბოკერიამ მოძებნა

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურმა [მაიკ პენსთან ოპოზიციის] შეხვედრა ისე დაგეგმეს, რომ ჩვენი საპარლამენტო პარტია ამ შეხვედრაზე მიწვეული არ იყო, რაც განზრახ გაკეთდა. ამ ხელისუფლებისა და ბოკერიას ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას თუნდაც, ასეთი ფორმატების ფარგლებში კიდევ ერთხელ ვხედავთ. მინდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის საყურადღებოდ ვთქვა, რომ ამ შეხვედრაზე დიდი დრო სწორედ მისი და „ქართული ოცნების“ ლანძღვა-გინებას დაეთმო. ჩვენ ვცდილობდით, რომ ხელისუფლებასთან საერთო ენა მოგვეძებნა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საერთო ენა ვერ მოვძებნეთ. სამაგიეროდ, ხელისუფლებასთან საერთო ენა ბოკერიამ მოძებნა. ამიტომ, დღეიდან, ჩვენი გზა აქციების გზა იქნება. საპროტესტო აქციები 17 სექტემბრიდან დაიწყება.

პატრიოტტა ალიანსის ლიდერის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები