აშშ-ის სანქციები რუსეთს

მედვედევი: ტრამპს არ უხარია ახალი სანქციები, მაგრამ არ შეეძლო, ხელი არ მოეწერა

ტრამპის ადმინისტრაციამ სრული უძლურება აჩვენა, როდესაც ყველაზე დამამცირებელი ფორმით კონგრესს აღმასრულებლის უფლებები მიანიჭა. ეს აშშ-ის პოლიტიკურ წრეებს შორის ძალების გადანაწილებას ცვლის. რას ნიშნავს ეს მათთვის? ამერიკულმა ისტებლიშმენტმა ტრამპი გააცურა. პრეზიდენტს არ უხარია ახალი სანქციები, მაგრამ არ შეეძლო, ხელი არ მოეწერა. ახალი სანქციების თემა ტრამპისთვის ადგილის მისაჩენად შეიქმნა. წინ კიდევ სხვა ნაბიჯები იქნება, რომელთა საბოლოო მიზანიც მისი [ტრამპის] ძალაუფლებისგან ჩამოშორებაა. არასისტემური მოთამაშე უნდა ლიკვიდირდეს.

რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი აშშ-ის სანქციებზე, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი გუშინ მოაწერა.

კომენტარები