ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

კალაძე: მოგვარდება ქაოტური, უხარისხო და უსახური მშენებლობების პრობლემა

ქალაქი, ეს არის ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადამიანივით ცოცხლობს და ამისთვის, მისმა ყველა სიცოცხლისთვის აუცილებელმა კომპონენტმა საათის მექანიზმივით, უნისონში აწყობილად უნდა იმუშაოს.

ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ ქალაქგეგმარებას, მოგვარდება ქაოტური, უხარისხო და უსახური მშენებლობების პრობლემა, თითოეული გაცემული ნებართვა, თითოეული დამტკიცებული პროექტი იქნება მიღებული მხოლოდ ერთიანი ურბანული კონცეფციიდან გამომდინარე.

ყველა საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი უნდა ეწერებოდეს საერთო სქემაში, უნდა აკმაყოფილებდეს  არამარტო უსაფრთხოების ნორმებს, არამედ არქიტექტურულ გემოვნებას და ქალაქის ერთიან სტილს უნდა ეხამებოდეს.

გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი და ქალაქი თანამედროვე და, რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე გახდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ძალიან მალე, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები