ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

კალაძე: მგონია, რომ გარემოს ყველაზე მეტად ტრანსპორტი და მშენებლობები აბინძურებს

მინდა, შევეხო თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება - ეს არის ეკოლოგია. არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მგონია, რომ არის ტრანსპორტი და მშენელობები. ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები