ახალი კონსტიტუციის პროექტი

პრეზიდენტი: მგონი, ორი მოსმენით მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება

არ ვეთანხმები პროცესს, ეს კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანისაა და ის ფორმა, რაც ამ პროცესმა მიიღო, მიუღებელია. ჯერ ჩაკეტილ კარს მიღმა მუშაობა, მერე რა, რომ ამ ჩაკეტილ კარს მიღმა ჭკვიანი იურისტები და კონსტიტუციონალისტები მუშაობდნენ. კონსტიტუცია ხომ თითოეული მოქალაქისაა. ღმერთმა მე მომცა თავისუფლება და არა ვიღაც კონსტიტუციონალისტს. შესაბამისად, ის ჩემს თავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს და მთავარ დოკუმენტს წერს, მეც უნდა ჩამრთოს ამ პროცესში. მერე უცებ მოხდა ამ კონსტიტუციის გამოტანა და ორი მოსმენით უსწრაფესად მიღება. ორი მოსმენით მგონი, მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უფროსკლასელებთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე

კომენტარები