რესპუბლიკური პარტია

ბერძენიშვილი: ივანიშვილის ხაზია NATO-სთან გაციება, ეკლესია მას ეხმარება

ევროკავშირთან დაახლოება NATO-სთან გაციების თანხლებით, ესაა ბიძინა ივანიშვილის ხაზი და ეკლესია მას ამაში ეხმარება. ამასთანავე, ეკლესიის დისკრედიტაცია, ესაა ბიძინა ივანიშვილის ხაზი. ეს პრობლემა განსაკუთრებით გართულდა პრორუსული ხაზის გაძლიერებისა და არადასავლური, მეტიც ანტიდასავლური ხაზის გართულების პროცესში და სამწუხაროდ, სასულიერო პირები, სინოდის წევრები ამაში აქტიურად მონაწილეობენ. ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგები რუსეთის იდეოლოგიური და ორგანიზაციული მძლავრი სტრუქტურის გაძლიერებისა საქართველოში. მეორე, ჩვენ ვართ წინააღმდეგები ეკლესიის შეზრდისა ხელისუფლებასთან

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში ბოლოდროინდელი სკანდალი ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილია, რათა ეკლესიაზე გავლენა მოიპოვოს. რუსთავი 2-ის ინტერვიუ

კომენტარები