საპატრიარქო

ბოტკოველი რესპებზე: წარუმატებლობის მიზეზი თავში ეძებონ, ეკლესიას თავი დაანებონ

უკეთესი იქნება, დავით ბერძენიშვილმა და პარტიის სხვა წევრებმა თავიანთი წარუმატებლობის მიზეზი საკუთარ თავში ეძებონ და ეკლესიის საქმეების განქიქებას თავი დაანებონ. თავის თავში ეძებონ მიზეზი, რატომ არიან ასეთი დაბალრეიტინგულები და პოლიტიკურად გაკოტრებულები. ეს გააკეთონ მათ და ეკლესიას თავი დაანებონ. ეკლესიას აქვს თავისი გზა, რომელსაც არასდროს არ დაკარგავს. ახლა ეკლესიის ლანძღვით უნდათ რეიტინგი აიწიონ? კი ბატონო, გვლანძღონ, რამდენიც უნდათ

საპატრიარქოს წარმომადგენელი მამა მიქაელ ბოტკოველი დავით ბერძენიშვილზე საუბრობს, რომელმაც თქვა, რომ სამღვდელოების დიდი ნაწილი პრორუსულია

კომენტარები