ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ელისაშვილი: საქმეს რეალურად გავაკეთებ, ზოგიერთივით მხოლოდ „სელფებში“ არ ვიკეკლუცებ

ახლა, წინასააჩევნოდ რაც არ უნდა რაღაც „სელფებს“ იღებდნენ და ყვებოდნენ, როგორ უყვართ რეკრეაციული ზონა, ეს არის რეკრეაციული ზონებისადმი „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების რეალური სახე. მათი მმართელობის შედეგია ის, რომ ამ ფაქტებს არ იძიებენ. ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი ნუ კეკლუცობს, ვითომ ახლა აღმოაჩინა რაღაცები და გული აქვს აჩუყებული, თითქოს, საოცარი პარკების გაშენებას აპირებს. ჯერ ეს გამოიძიონ, სანამ რაღაც პარკების გაშენებაზე ვისაუბრებთ. ვინ გასცა ხის მოჭრის ნებართვა? - შესაბამისად პროკურატურამ ყველას უნდა გაგვცეს პასუხი, რა მოხდა 1 წლის წინ ყაზბეგის 22 ნომერში... ამ საქმეს მე აუცილებლად ბოლომდე მივიყვან, არამხოლოდ ამ საქმეს, არამედ, ზოგადად რეკრეციული ზონები ხელშეუხებელი იქნება, რომელიც უნდა გაფართოვდეს. ამას რეალურად გავაკეთებ და არამხოლოდ „სელფებში“ ვიკეკლუცებ, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერობის დამოუკდიებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ყაზბეგის N22-ში მივიდა, სადაც გასული წლის ზაფხულში ხეები მოიჭრა.

კომენტარები