სემეკი

ნათელაშვილი: სიყვარული ლოგინით მთავრდება, ეს პროცესი კი ტარიფის მატებით დასრულდება

როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ასევე მთავრდება ეს პროცესი ტარიფის გაძვირებით. უარი თქვით კომისიის სხდომის გაგრძელებაზე!

სემეკის სხდომაზე თელასის ტარიფების განხილვას შალვა ნათელაშვილმა უკანონო უწოდა. ლეიბორისტული პარტიის წევრის გიორგი გუგავას მიერ სხდომაზე წესრიგის დარღვევის გამო სემეკმა პოლიცია გამოიძახა. თელასმა ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს განაცხადით 4 აგვისტოს მიმართა. სემეკ-ის განმარტებით, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე. დადგენილი ტარიფი ძალაში 3 წლის განმავლობაში იქნება.

კომენტარები