ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ელისაშვილი: 3 დღეში 10 000-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვე, არავის დახმარება არ მჭირდება

მე ჩემი შტაბის წევრებთან და მხარდამჭერ მოხალისეებთან ერთად, სამ დღეში ავაგროვე 10 000-ზე მეტი ხელმოწერა ისე, რომ არც ერთი პარტიის დახმარება არ დამჭირვებია... ჩემთვის როგორი მიუღებელიც იყო ნაციონალური მოძრაობა, ისეთ მიუღებელ ძალად დარჩა, მადლობა ვუთხარი, მაგრამ არ დამჭირდა. მე თვითონ, ხალხთან ერთად ავაგროვე სამ დღეში ათი ათასზე მეტი ხელმოწერა და კიდევ ვაგროვებ და არავის დახმარება არ მჭირდება. ეს რაღაც ირონიული მინიშნებები [უმრავლესობის მხრიდან] ძალიან სასაცილოა, ბატონმა თალაკვაძემ და ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა თავის გუნდში მოიკითხონ ნაციონალური მოძრაობის პორტირებული წევრები.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები