ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ელისაშვილი: ენმ-ის შემოთავაზება ჩემს რეპუტაციაზე დარტყმა იყო, ყველა მე მებრძვის

ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შემომთავაზა - დაგეხმარებით და ხელმოწერებს შეგიგროვებთო - ზუსტად ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა იყო და სხვა არაფერი. ეს იყო დარტყმა ჩემს რეპუტაციაზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალიან მოხერხებულად, მეტი კი არაფერი არ იყო. ამით ფიქრობენ, რომ მე ხმებს დავკარგავ, ვიღაცა ჩათვლის, რომ მე არიქა და, ნაციონალები მეხმარებიან ან რაღაცას ვჟღურტულებ ნაციონალებთან. ესეც ბრძოლაა, სხვა რა გგონიათ, აბა, რისთვის განაცხადეს, მართლა ჩემი დახმარება კი არ უნდოდათ და საერთოდ არ მჭირდება ნაციონალური მოძრაობის დახმარება. ორივე მხრიდან ცეცხლი არის მეთქი გახსნილი, ამას ვგულისხმობ სწორედ - ყველა მე მებრძვის, მაგრამ არაუშავს, მე და ხალხი ამ ყველაფერს გავუძლებთ.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები