პრემიერი: სავარაუდოდ, ვერტმფრენი აზერბაიჯანიდანაც დაგვეხმარება

გუშინ საღამოს დამირეკა პრეზიდენტმა პოროშენკომ და შემოგვთავაზა თვითმფრინავის გამოგზავნა. როგორც ვიცი, თვითმფრინავი გზაშია და სულ ახლო მომავალში შემოვა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ასევე, სავარაუდოდ, დაგვეხმარება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს არამარტო ამ დახმარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ წინა პერიოდშიც გამოვიყენეთ მათი ავიაცია. ვფიქრობთ, ასეთი მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების კუთხით.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბასთუმანში გაჩენილ ხანძარზე.

კომენტარები