პრემიერი: თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, ალბათ, ცეცხლს მალე ჩავაქრობთ

მოგეხსენებათ, აბასთუმნის მახლობლად შერეული ტყე იწვის. 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალაა ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ოპერაციაში. მუშაობს ასევე ავიაცია - სასაზღვრო ძალების ვერტმფრენი და ამ ეტაპზე კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენი ეხმარება მას. ასევე, უკვე ადგილზეა ორი თურქული ვერტმფრენი, უკრაინიდან თვითმფრინავი, აზერბაიჯანული ვერტმფრენი. რამდენადაც ვიცი, ირანთან მიდის მოლაპარაკება, თუ არ ვცდები, უკვე ნებართვა არის და ისინიც დაემატებიან საჭიროების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, სტიქიის დროს ძნელია მოვლენების განვითარებას პროგნოზირება გაუკეთო, მაგრამ თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, ალბათ, ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და ხანძარს საბოლოოდ ჩავაქრობთ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ.

კომენტარები