ყურბან-ბაირამი

პრეზიდენტი: მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, ვუერთდები ზეიმს

ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - თანადგომის, მშვიდობისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს. საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი წინაპრები ერთად, მხარდამხარ აშენებდნენ ჩვენს ქვეყანას, ქმნიდნენ მის ისტორიას და ეს მომავალიც ასე იქნება. ვუერთდები ზეიმს და თქვენს ოჯახებთან ერთად გისურვებთ წარმატებასა და კეთილდღეობას.

საქართველოს პრეზიდენტი მუსლიმ თემს ყურბან ბაირამს ულოცავს.

კომენტარები