ლარის კურსი

მინისტრის მოადგილე: საგანგაშო არაფერია, ლარის კურსი ხან გაიზრდება, ხან შემცირდება

ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი - ეს ყველამ ვიცით. ამ კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოლოდინები, მოლოდინები ძალიან დიდწილად აყალიბებს - კურსი საით წავა. შესაბამისად, მოსახლეობას გვინდა, ვურჩიოთ, რომ ნუ აჰყვებიან ამ რაღაც უარყოფით მოლოდინებს, ბაზრის მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს კურსს - ის ხან გაიზრდება, ხან შემცირდება, არაფერი ამ ეტაპზე საგანგაშო არ ხდება.

თქვა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ გუშინდელ ბრიფინგზე. ცნობისთვის, ლარი ევროსთან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა - 1 ევრო 2.966 ლარი ღირს, დოლარის კურსმა კი, 2.49 ლარს მიაღწია.

კომენტარები