არჩევნები 2017

კალაძე: ამბიციური გეგმა გვაქვს, ეს იქნება სტიმული - ახალი სიცოცხლე ძველი თბილისისთვის

ჩვენ ძველი თბილისის განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს. ეს იქნება დამატებითი სტიმული - ახალი სიცოცხლე ძველი თბილისისთვის. კარგად ვიცი ავარიული სახლების პრობლემა, რომელიც თქვენს რაიონშია, კარგად ვიცი ის პრობლემები, რომელიც კომუნიკაციების მიმართულებით გაქვთ. ეს ყველაფერი გაკეთდება და ჩვენ ამას ერთობლივად აუცილებლად შევძლებთ. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ თბილისი ძალიან მალე, ძალიან სწრაფად იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი“

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი სახელწოდებით - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პროექტი იყო.

კომენტარები