ალექსანდრე ჯეჯელავა

ჯეჯელავა: თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად

პირველი და უმთავრესი სიახლე, ის არის, რომ უფრო მეტად მოტივირებული მასწავლებელი ეყოლებათ, უფრო მეტი მასწავლებელი ზრუნავს თავისი კომპეტენციის ამაღლებაზე. ამასთან, 11 000-ზე მეტი, დაბალკონტიგენტიანი სკოლების ბანაკში ნამყოფი ბავშვი დაუბრუნდება სკოლას და ეს მათი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლეები იქნება სკოლის ბუფეტებშიც: მაღალშაქრიანი, მაღალმარილიანი პროდუქტები ბავშვებს აღარ დახვდებათ და ეს ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული ამ მიმართულებით. ასევე ყველა სკოლაში მნიშვნელოვნად გაიზრდება სპორტული აქტივობები, მარტო ფიზკულტურის გაკვეთილებს არ ვგულისხმობ. ამ გაკვეთილების გარეშეც ბევრი საინტერესო ინიციატივაა, ერთერთი არის - თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად. მოეწყობა კამპანია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ ვუბიძგოთ ჩვენს მოსწავლეებს

განათლების მინისტრის კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს

კომენტარები