ციანიდის საქმე

მეუფე პეტრე: შორენამ მკითხავს რეკომენდაცია გაუწია, რომ მონაზვნად აღკვეცილიყო

არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო სოსო ოხანაშვილში. ის სიცოცხლეს არასდროს დაიშურებს პატრიარქვისთვის. შეუძლებელია ეჭვი შევიტანო მის განცხადებაში... ვიცი, რომ მან კურთხევა გასცა და რეკომენდაცია გაუწია მკითხავს, მონაზვნად აღკვეცილიყო. როცა ჩვენ ვნახულობთ მსგავსი ადამიანების პატრიარქთან შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას, სხვა რა არის ეს, თუ არა პატრიარქის და საპატრიარქოს დისკრედიტაცია?

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ტელეკომპანია იმედის ეთერში ამბობს, რომ პატრიარქის მდივან რეფერნეტმა შორენა თეთრუაშვილმა საპატრიარქოში მისულ მიითხავს მონაზვნად აღკვეცა ურჩია. გუშინ გავრცელდა პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის დაკითხვის ჩანაწერი, სადაც ოხანაშვილმა თქვა, რომ საპატრიარქოში შორენას მიერ მიყვანილმა მკითხავმა თოჯინა და ნემსები იპოვა.

კომენტარები