არჩევნები 2017

კუკავა: ჰიჯაბების აკრძალვის საკითხზე პარლამენტს მივმართავთ

ჩვენ მიგვაჩია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში არსებული ლიბერალური დისკურსი არის საქართველოსთვის თავს მოხვეული.

ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც ორიენტირებული იქნება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე.

76 ათასი ბინადრობის მოწმობა გაიცა უცხოელებზე ბოლო 3 წლის განმავლობაში. ეს არის უკანონო, ეს ადამიანები საქართველოში ცხოვრობენ უკანონოდ. გადით მარჯანიშვილზე და ნახეთ რა ხდება. იუსტიციის სამინისტრომ რაც გასცა ამ მოწმობების გაცემით არის დანაშაული მოსახლეობის წინაშე.

ჩვენ ვაპირებთ ჰიჯაბის აკრძალვას და ვაპირებთ, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივით მივმართოთ პარლამენტს.

 

ამბობს ბლოკ დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს მერობის კანდიდატი კახა კუკავა რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები