მიხეილ სააკაშვილი

გრესელი: სააკაშვილის უკრაინაში არ შეშვება არ იყო გონივრული გადაწყვეტილება

ქარიშხალი ირმა, გერმანიის არჩევნები, პოლონეთის მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოსვლები - აი, რით არიან დაკავებულები პოლიტიკოსები ბერლინში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში და ისინი არ მოახდენენ რეაგირებას სააკაშვილის საქმეზე.

ეს უკრაინის საშინაო საქმეა და ძალიან ცოტა დასავლელ პოლიტიკოსს აქვს სურვილი, რაიმე სახით მონაწილეობა მიიღოს ამ საქმეში. სააკაშვილის უკრაინაში არ შეშვება არ იყო გონივრული გადაწყვეტილება. ახლა სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო დიდია, ვიდრე იქნებოდა, პოროშენკოს რომ ქვეყნიდან არ გაეძევებინა. ამასთან, არა მგონია, რომ უკრაინაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, რადგან ამით არც მთავრობაა დაინტერესებული და არც პრეზიდენტი.

საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) წევრი გუსტავ გრესელი დოიჩე ველესთან საუბარში.

კომენტარები