საქართველოს პატრიარქი

ილია II: ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს

ვიყავით ისეთი სტუდენტები, რომლებიც მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით საინტერესო წიგნებს. ჩვენ ვკითხულობდით ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ეს ყველაფერი აფართოებდა ჩვენს ცოდნას. უნდა ითქვას, რომ ცოდნის მიღება საკმარისი არ არის. ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები. ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები. აი ასეთი კეთილი თვისებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, პატრიარქი ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

კომენტარები