ქართული ღვინო

პრემიერი: ქართული სუფრა სოციალური თანაარსებობის კიდევ ერთი წმინდა ქართული სახეა

ქართული სუფრა - ეს არი სოციალური თანაარსებობის კიდევ ერთი წმინდა ქართული სახე. ის შედგება ოთხი მთავარი კომპონენტისგან: კერძები, ღვინო, სიმღერა და სადღეგრძელო.

თამადა ნებისმიერი სუფრის მეთაურია. სუფრაზე დაცულია სადღეგრძელოების მკაცრად გაწერილი თანმიმდევრობა და წესი. ქართველები ზოგჯერ სუფრის წესებს უკეთ იცავენ, ვიდრე - საგზაო მოძრაობისას. ამიტომაც, ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერმინისტრობას.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები