რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა

კვირიკაშვილი: რუხის კლინიკაში მკურნალობას აფხაზეთიდან ჩამოსულებიც შეძლებენ

უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ საუნივერსიტეტო კლინიკა გამყოფ ხაზთან, სოფელ რუხში. კლინიკის აშენება საბოლოოდ 40 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. ახლა მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და სულ მალე იქ მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტებისთვის. ეს კლინიკა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საერთო საცხოვრებლით რეზიდენტებისთვის და სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ სოფელ რუხში მოეწყო სავაჭრო ცენტრი, სადაც ცნობილი კომპანიები ოპერირებენ. ამ ცენტრით, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სარგებლობენ ჩვენი აფხაზი დები და ძმები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები. ასე რომ, ეს პროექტი არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შეხვედრის ადგილიც არის, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შეხვედრის ადგილი არის, რაც ძალიან სასიხარულოა. 

კომენტარები