ქადაგება

მღვდელი: გოგო-ბიჭები ერთად ისვენებენ, იმათ კი არა, შეიძლება, მე ვერ გავუძლო ცდუნებას

დღეს ისეთი რაღაცა შემოვიდა, რომ ბიჭებს და გოგოებს მარტო უშვებენ დასასვენებლად, იცით რამდენი შემთხვევაა, რომ მეგობრები მიდიან უფროსის გარეშე? 16, 17, 18 წლის გოგო-ბიჭები მიდიან ერთად დასასვენებლად - მეგობრები არიან და ერთად სძინავთ კიდეც. ერთ ლოგინში, ერთ ოთახში, ბიჭებს და გოგოებს ერთად სძინავთ. ბიჭო, იმათმა კი არა - შეიძლება, მე ვერ გავუძლო ამას, სასულიერო პირმა, მარტო რომ დავრჩე ასე... ძალიან რთულია, ამ ცდუნებას გაუძლო. როგორ უნდა გაუძლოს ამ ცდუნებას 18 წლის და 19 წლის ბიჭმა, გოგოსთან ერთად რომ იქნება? და მშობელი როგორ აგზავნი?

მღვდელი შალვა კეკელია ქადაგებისას.

კომენტარები