პოლიტიკური აგიტაცია სკოლაში

დარჩიძე: ბავშვებმა მთხოვეს ფოტოს გადაღება, ვერ დავუკვირდი, რომ აგიტაცია გამოდიოდა

ეს იყო ბავშვების თხოვნა, მთხოვეს და გადავიღე სურათი, მეტი არაფერი არაა. ბავშვებს ჰქონდათ მეთქი და ბავშვებს რომ ჰქონდათ, იმიტომ გადავუღე. მე მარტო პირველკლასელებს გადავუღე მარტო. კლასში აფრიალებდნენ [დროშებს] ბავშვები, მერე რა მოხდა ახლა... მაგას ვერ დავუკვირდი, რომ აგიტაციასავით გამომიდიოდა და მერე... თორემ, მე არასდროს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არცერთი პარტიის მომხრე არ ვარ.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინა დარჩიძე TV იმედთან საუბარში. ცნობისთვის, მან Facebook-ზე ფოტო გაავრცელა, სადაც პირველკლასელებს ქართული ოცნების დროშები უჭირავთ.

კომენტარები