საცობები

ქადაგიძე: ნავთობკომპანიების განცხადება პარალელური რეალობიდან

ავტოგასამართი სადგურების "ლუკოილის", "ვისოლის" და "გალფის" ერთობლივი განცხადება:

მოგეხსენებათ რომ თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს მანქანების მზარდ რაოდენობას. ერთ-ერთი ასეთი მწვავე ადგილი არის მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და საცურაო აუზ "ლაგუნას" მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზის გაფართოება შეუძლებელია იქ მდებარე ჩვენი სამი ავტოგასამართი სადგურის გამო. ეს მნიშვნელოვნად აფერხებს გმირთა მოედნის განტვირთვას და მთლიანად მოძრაობას.

შესაბამისად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან ჩვენი მომხმარებლების და ქალაქის მიმართ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული ავტოგასამართი სადგურების გაუქმების და დემონტაჟის შესახებ. ასევე იქ არსებული მიწა უსასყიდლოდ გადაეცემა მერიას გზის გასაფართოებლად.

ჩვენ მომავალშიც გავითვალისწინებთ ყველაფერს, რომ თბილისის მძღოლებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი.

პ.ს. მათთვის ვინც განსაკუთრებულად განიცდის ჩვენი შემოსავლების კლებას მოგახსენებთ შემდეგს:

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ზრდის მომხმარებელთა ლოიალობას ჩვენი ბრენდის მიმართ, რაც დადებითად აისახება გრძელვადიან მომგებიანობაზე. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი შემოსავალი მხოლოდ იზრდება საცობების და მანქანების რაოდენობასთან ერთად.

პარალელური თბილისი, 20/09/17

გადატვირთულ მოძრაობასთან დაკავშირებით საკუთარ facebook-ზე წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

კომენტარები