საბავშვო ბაღები

ნარმანია: პირველი 2-3 კვირა სულ ასეა, მერე ბავშვების ნაწილი არ დადის ბაღში

ჩვენმა წინამორბედებმა 9 წლის განმავლობაში 49 ბაღი დახურეს. ბავშვების და მშობლების მხრიდან ბაღებზე მოთხოვნაა, ჩვენ დავიწყეთ საბავშვო ბაღების მშენებლობა, როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში. ამის შედეგია ის, რომ დღეს ქალაქს დამატებით 12 ახალი საბავშვო ბაღი აქვს, ორი - ოქტომბრის დასაწყისში იხსნება და 13 ბაღის მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, რასაკვირველია, განიტვირთება საბავშვო ბაღები და აღსაზრდელთა რაოდენობა ჯგუფებში იქნება შედარებით ნორმალური. პირველი 2-3 კვირა თითქმის ყოველთვის ასეა, შემდეგ ბავშვების ნაწილი არ დადის და აქედან გამომდინარე, ჯგუფებში უფრო თავისუფალი მდგომარეობაა. ვფიქრობთ, გარკვეული დროის შემდეგ ბაღებში მდგომარეობა დასტაბილურდება.

თბილისის მერი დავით ნარმანია საბავშვო ბაღებში ბავშვების გადატვირთვაზე.

კომენტარები