საკონსტიტუციო ცვლილებები

ჩხეიძე: "საქართველოს პატრიოტები" ასე მარშით ცხადია არ დავტოვებთ სხდომას

არ იქნა გათვალისწინებული არც ერთი შენიშვნა, რომელიც სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებამ მოახერხეს, შეაჯერეს და წარუდგინეს მმართველ ძალას. წესით, რაღაცა კი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში, მე გამახსენდება საუკუნის წინათ ქრისტეფორე რაჭველიშვილის სიტყვები, რომ ახლა კრახი იმიტომ განიცადა ჩვენმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, რომ მმართველმა ძალამ პატრიას პარტია ამჯობინაო. პატრია, მოგეხსენებათ, ლათინურად ნიშნავს სამშობლოს. ყოველთვის, როდესაც მმართველი ძალა პატრიას ამჯობინებს პარტიას, სავალალოდ მთავრდება ხოლმე. ჩვენ, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" ასე მარშით ცხადია არ დავტოვებთ სხდომას, გამოვთქვამთ ჩვენს არაპოზიტიურ დამოკიდებულებას ამ კონსტიტუციის მიმართ და დაველოდებით და ხმას მივცემთ ისეთ კონსტიტუციას, როდესაც სამთავრობო ძალა იქნება ისეთი გუნდი, ვისთვისაც პატრია უფრო უმეტესი იქნება, ვიდრე პარტია.

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, ნატო ჩხეიძე კონსტიტუციის მესამე მოსმენით განხილვაზე, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების გარდა ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.

კომენტარები