უგულავა: კალაძე სიცოცხლით სავსე ქალაქს გლამურულად ჩაბნელებული ოფისიდან გვპირდება

ამ არჩევნებს კიდევ დამატებითი მნიშვნელობა აქვს. მას შემდეგ რაც ოლიგარქიული სისტემა ჩამოყალიბდა საქართველოში, ამ სისტემამ უკვე იბარტყა რაიონების მიხედვით. რაც არ უნდა ნეგატიურად ვიყო დამოკიდებული ნარმანიას საქმიანობის მიმართ, ნარმანია ოლიგარქი არ ყოფილა, ნარმანია იყო უხეირო ტექნოკრატი. დღეს თბილისში, ან იქნება კალაძე, რომელიც აღა გეორქასავით დაიარება და სიცოცხლით სავსე ქალაქს გვპირდება გლამულურად ჩაბნელებული ოფისიდან და ან იქნება ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელია თბილისელებთან ურთიერთობაში.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ თვითმართველობის არჩევნების შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში "ამომრჩევლის პირისპირ" ისაუბრა.

კომენტარები