საკონსტიტუციო ცვლილებები

ინაშვილი: სხდომა არ დავტოვეთ, რომ არ ეკითხათ - რატომ მოვიქეცით ისე, როგორც ბოკერია

პარლამენტის რიგგარეშე სხდომას "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატი დაესწრო: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი. სამივე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა და ხმა "წინააღმდეგ" მისცა! ჩვენი ფრაქციის დანარჩენი სამი დეპუტატი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო, შესაბამისად, არც კენჭისყრაში მიგვიღია მონაწილეობა. ძალთა ამ გადანაწილებას, ამ ტაქტიკურ ნაბიჯს ერთი მარტივი მიზეზი ჰქონდა და აქვს: სხდომა ჩვენ ბოკერიებთან ერთად არ დავტოვეთ, რომ მოგვიანებით ჩვენი პროტესტი გაიგივებული არ ყოფილიყო ბოკერიების პროტესტთან და მედიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს არ შევეწუხებინეთ კითხვით - რატომ მოვიქეცით ისე, როგორც ბოკერია.

პატრიოტთა ალიანსის წევრი ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს.

კომენტარები