სტრასბურგის სასამართლო

მიშველაძე: ევრომოსამართლეების შერჩევის პროცესმა ქვეყნის ინტერესები დააზიანა

ცხადია, როგორც მიმდინარეობდა სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის, ვინაიდან ქვეყნის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციაში გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარდგენილიყო ძალიან მაღალკვალიფიციური კანდიდატები და ეს კანდიდატები არ უნდა აჩენდნენ არანაირ კითხვის ნიშანს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არამარტო კანდიდატები, არამედ მთელი ეს შერჩევის პროცესი.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძის შეფასებით, სახელმწიფო ინტერესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო.

კომენტარები